საქართველოს ელჩი SICA-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

3.02.2020 სან სალვადორი - სან სალვადორში, ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემის (SICA) რეგიონული თანამშრომლობის წლიური პროგრამის საანგარიშო კონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო ღონისძიებას, როგორც დამკვირვებელი ქვეყნის წარმომადგენელი, დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ელ სალვადორის რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. მეხიკო), ზურაბ ერისთავი.
კონფერენციის დასასრულს, გაიმართა ელჩის შეხვედრა ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ვინისიო სერესოსთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონული პოლიტიკის მნიშნველოვანი საკითხები და მომავალი თანამშრომლობის გეგმები. საუბარი ასევე შეეხო გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის მომზადებას და საქართველოსთან თანამშრომლობის შეთანხმებაზე ხელმოწერის დეტალებს.