საქართველოს ელჩი ელ სალვადორის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

3.02.2020 - ელ სალვადორში  სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ ერისთავი, (რეზიდენციით ქ. მეხიკო),  ელ სალვადორის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვიქტორ ლაგო პიზატის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის - განათლების, ტურიზმის, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროებში.
საუბარი ასევე შეეხო სამთავრობო პოლიტიკის და რეგიონული თანამშრომლობის პრიორიტეტებს, სადაც საქართველოს გამოცდილება გასათვალისწინებელია ელ სალვადორისთვის და ცენტრალური ამერიკის სხვა ქვეყნებისთვისაც.