საქართველოს ელჩი ხორვატიის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა

6.03.2020 ხორვატია - საქართველოს ელჩი ზაალ გოგსაძე სამუშაო ვიზიტით ზაგრებში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრები გამართა ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან დომაგოი ივან მილოშევიჩთან; ხორვატიის პრემიერ-მინისტრის მრჩევლის მოადგილესთან საგარეო საკითხებში მარიო შკუნცასთან; ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ზდრავკა ბუშიჩთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.

შეხვედრებზე განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, აქცენტი გაკეთდა ხორვატიის ევროკავშირის თავმჯდომარეობის დღის წესრიგსა და ივნისში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე. ხორვატიის მხარემ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ.