საქართველოს ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის წარმომადგენლებს შეხვდა

4.02.2020 ლიეტუვა - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვის რესპუბლიკაში, ლევან ღვაჩლიანმა შეხვედრა გამართა ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის ვიცე-სპიკერთან ირენა დეგუტიენესთან და სეიმის სოციალური დაცვისა და შრომის კომიტეტის თავმჯდომარესთან რიმანტე შალაშევიჩიუტესთან.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ საკითხებს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და პარტნიორულ ურთიერთობებს. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო დონეზე მიმდინარე თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.