საქართველოს ელჩი მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

12.03.2020 მალაიზია- საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ შეხვედრა გამართა ორმხრივ ურთიერთობათა საკითხებში მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ მოადგილესთან, დატო’ ამრან მოჰამედ ზინთან.
 
შეხვედრაზე განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის რიგ სფეროებში, მათ შორის საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო პერსპექტივები, ასევე ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი ბაზის სრულყოფისა და მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები.
 
მალაიზიურ მხარეს მიეწოდა განახლებული ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესებისა და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბოლო პერიოდში ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებულ მოვლენებსა და არსებულ გამოწვევებს.
 
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად შეუწყონ ხელი ორ ქვეყანას შორის კავშირების შემდგომ გაღრმავებას.