საქართველოს ელჩი მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს შეხვდა

6.02.2020 მალაიზია - საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ შეხვედრა გამართა მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივ ურთიერთობათა დეპარტამენტის ევროპის ქვეყნების განყოფილების უფროსთან, საზალი მუსტაფა კამალთან.

შეხვედრაზე განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის რიგ სფეროებში, მათ შორის საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და არსებულ გამოწვევებს.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად შეუწყონ ხელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.