საქართველოს ელჩი მექსიკის დეპუტატთა პალატაში პარტია “სამოქალაქო მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარეს შეხვდა

21.02.2020 მექსიკა - ელჩმა ზურაბ ერისთავმა შეხვედრა გამართა მექსიკის დეპუტატთა პალატის პარტია “სამოქალაქო მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარესთან, იტსკოატლ ბრავო პადილიასთან. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მექსიკის ორმხრივი ურთიერთობები, საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობა რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის მიმართულებით და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის სამომავლო გეგმები.
ბატონმა ზურაბ ერისთავმა ისაუბრა საქართვლოში, კავკასიის რეგიონსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებზე, საელჩოს პროექტებსა და გეგმებზე მიმდინარე 2020 წელს და, ასევე, საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე წარმატებულ რეფორმებზე, ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე.
შეხვედრის დასასრულს, დეპუტატთა პალატის წარმომადგენელი, საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფთან ერთად, ელჩმა ზურაბ ერისთავმა საქართველოში მიიწვია.