საქართველოს ელჩი მექსიკის ეროვნული კონგრესის წარმომადგენელს შეხვდა

25.02.2020 მექსიკა - მექსიკაში საქართველოს ელჩმა ზურაბ ერისთავმა შეხვედრა გამართა მექსიკის ეროვნული კონგრესის დეპუტატთა პალატაში „ლეიბორისტული პარტიის“ (PT) ფრაქციის თავმჯდომარესთან, რეხინალდო სანდოვალ ფლორესთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მექსიკას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ამ მხრივ, საუბარი შეეხო მექსიკის საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის განახლების საკითხს.
ელჩმა მექსიკელ დეპუტატს მიაწოდა ინფორმაცია საელჩოს მიერ 2020 წელს დაგეგმილ პროექტებზე, ასევე - საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე წარმატებული რეფორმების, ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ.