საქართველოს ელჩი პოლონეთის სეიმის მარშალს შეხვდა

31.01.2020 პოლონეთი - საქართველოს ელჩმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის ახლადარჩეულ მარშალთან ელჟბიეტა ვიტეკთან. 

მხარეებმა აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებული პარტნიორობა და საქართველო-პოლონეთის ორმხრივი ურთიერთობების მაღალ დინამიკაზე საუბრისას ხაზი გაუსვეს აღნიშნულ ურთიერთობებში საპარლამენტო თანამშრომლობის წვლილს. ელჩმა მადლიერება გამოხატა პოლონეთის მიმართ საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის, ხოლო სეიმის მარშალმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე, საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს. ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განხილვისას კმაყოფილებით აღინიშნა პოლონელი ტურისტების მზარდი ინტერესი საქართველოსადმი.