საქართველოს ელჩი ქ. კონსტანცაში საქართველოს საპატიო კონსულს შეხვდა

3.02.2020 რუმინეთი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი ქალაქ კონსტანცას ეწვია და შეხვედრები გამართა ახლადდანიშნულ საქართველოს საპატიო კონსულთან კონსტანცაში, იანკუ ადრიან სტავროსიტუსა და ქალაქ კონსტანცის მერთან,  დეჩებალ ფეგედეუსთან. 

შეხვედრების ფარგლებში, განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, ეკონომიკური კავშირების განმტკიცება შავი ზღვის რეგიონში, ქ. კონსტანცისა და ქ. ბათუმის დაძმობილება და საქართველოს საპატიო კონსულის როლი და ამოცანები ამ კავშირების გაღრმავების კუთხით.