საქართველოს ელჩი თურქეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებისა და საფონდო ბირჟების გაერთიანების პრეზიდენტს შეხვდა

4.02.2020 თურქეთი - საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებისა და საფონდო ბირჟების გაერთიანების (TOBB) პრეზიდენტთან, რიფათ ჰისარჯიქლიოღლუსთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და საქართველოსა და თურქეთის ბიზნეს წრეებს შორის კავშირების გაღრმავების პერსპექტივები.
საქართველოს ელჩმა თურქეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებისა და საფონდო ბირჟების გაერთიანების პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებზე, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვან პოზიციებზე, ასევე ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის ინიციატივებზე.
თავის მხრივ, რიფათ ჰისარჯიქლიოღლუმ გამოხატა დაინტერესება, დაიწყოს აქტიური თანამშრომლობა ქართულ მხარესთან, მომავალი თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული გაერთიანება არის უმალესი იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს თურქეთის კერძო სექტორს. იგი მოიცავს 365 სავაჭრო პალატასა და საფონდო ბირჟას.