საქართველოს ელჩი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

31.01.2020 უკრაინა - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ შეხვედრა გამართა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრთან, არსენ ავაკოვთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და ორი ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურების მჭიდრო თანამშრომლობაზე.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.