საქართველოს ელჩი უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს შეხვდა

5.02.2020 უკრაინა - საქართველოს ელჩმა უკრაინაში, თეიმურაზ შარაშენიძემ, შეხვედრა გამართა უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან ოლექსი დანილოვთან.

შეხვედრაზე განხილული იქნა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ორი ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოების მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობის საკითხი.
ყურადღება დაეთმო NATO-სთან თანამშრომლობისა და რეგიონალური, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს.