საქართველოს ელჩი უნგრეთის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა

6.07.2018 უნგრეთი-საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა კანდელაკი  უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის პიტერ სიიარტოს წარდგინებითა და უნგრეთის პრეზიდენტის იანოშ ადერის განკარგულებით, ქართულ-უნგრული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის კომანდორის ჯვრით - უნგრეთის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
 
საქართველოს ელჩს ღირსების ორდენი გადასცა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჟოლტ ჩუტორამ.

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ უნგრეთის საგარეო უწყების და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.