საქართველოს ელჩი უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდა

10.02.2020 უზბეკეთი - უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ აბდუშელიშვილი შეხვდა უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის პირველ მოადგილეს ალიშერ აბდუალიევს.

შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები.