საქართველოს ელჩის სამუშაო ვიზიტი თურქმენეთის რეგიონებში

23.01.2020 თურქმენეთი - თურქმენეთის რეგიონებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მამუკა მურჯიკნელმა შეხვედრები გამართა მარისა და ლებაპის ველაიათების ხელმძღვანელ პირებთან (ჰაკიმებთან), დოვრანბერდი ანაბერდიევთან და თანრიგული ათაჰალიევთან.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.
მხარეებმა გამოთქვეს  მზაობა ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.