საქართველოს ელჩმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე პრეზიდენტსა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს რწმუნებათა სიგელები გადასცა

17.02.2020 ქ. აბუ დაბი - ქ. აბუ დაბიში, პრეზიდენტის სასახლეში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პაატა კალანდაძემ, რომელიც გახლავთ საქართველოს პირველი რეზიდენტი ელჩი არაბთა გაერთიანებული საამიროებში, რწმუნებათა სიგელები გადასცა საამიროების ვიცე პრეზიდენტსა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, დუბაის მმართველს, მის აღმატებულება შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს.

ოფიციალური ცერემონიალს ესწრებოდნენ არაბთა გაერთიანებული საამიროების მინისტრთა კაბინეტის წევრები.