საქართველოს ელჩმა კატარის სახელმწიფოში რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა კატარის სახელმწიფო მინისტრს საგარეო საქმეთა საკითხებში

19.12.2017 - 2017 წლის 19 დეკემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კატარის სახელმწიფოში ნიკოლოზ რევაზიშვილმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა კატარის სახელმწიფო მინისტრს საგარეო საქმეთა საკითხებში სოლთან ბინ საად ალ მურაიხის.

რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის შემდეგ გაიმართა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც აღინიშნა საქართველოსა და კატარს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები. მხარეებმა განიხილეს ორმხრივ დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები.