საქართველოს ელჩმა ლატვიელ ბიზნესმენებთან შეხვედრა გამართა

6.03.2020 ლატვია - ლატვიის დამსაქმებელთა კონფედერაციამ უმასპინძლა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, თეა მაისურაძის შეხვედრას ლატვიელ ბიზნესმენებთან.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ კონფედერაციის გენერალური დირექტორი, ლიგა მენგელსონე, ლატვია-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თანათავმჯდომარე ლატვიის მხრიდან, იმანტს კანაშკა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, რომლებიც უკვე საქმიანობენ საქართველოში, ან გეგმავენ ბიზნეს პროექტების განხორციელებას.
შეხვედრის ფარგლებში ელჩმა ბიზნესმენებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველო-ლატვიის ურთიერთობებზე ეკონომიკური მიმართულებით, ისაუბრა საქართველოში არსებულ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე.
ბიზნესმენების მხრიდან გამოითქვა თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი და აღინიშნა, რომ საქართველო საინტერესო და მიმზიდველი ქვეყანაა ლატვიელი ინვესტორებისთვის.