საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა პოლონეთის სენატის ვიცე-მარშალთან


11.02.2020 პოლონეთი - საქართველოს ელჩმა პოლონეთში, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა პოლონეთის სენატის ვიცე-მარშალთან სტანისლავ კარჩევსკისთან.
 
ელჩმა მადლობა გადაუხადა ვიცე-მარშალს საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინებაა საქართველო-პოლონეთის ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის დაფუძნება.
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა ერთობლივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.