11.02.2020 პოლონეთი - საქართველოს ელჩმა პოლონეთში, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა პოლონეთის სენატის ვიცე-მარშალთან სტანისლავ კარჩევსკისთან.
ელჩმა მადლობა გადაუხადა ვიცე-მარშალს საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინებაა საქართველო-პოლონეთის ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის დაფუძნება.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ერთობლივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.