საქართველოს ელჩმა შვეიცარიაში რწმუნებათა სიგელები გადასცა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს

2020 წლის 1 სექტემბერს საქართველოს ელჩმა რევაზ ლომინაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს, მის აღმატებულება ქალბატონ სიმონეტა სომარუგას.

ცერემონიის შემდეგ, ფედერალურ სასახლეში გამართულ შეხვედრაზე,  ხაზგასმულ იქნა ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობა, მზარდი დინამიკა და მეტი შესაძლებლობები, შვეიცარიის მედიაციის როლი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული ვითარების სიმძიმე, უმაღლესი და მაღალის დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის პროგრესის აუცილებლობა და სხვა.