03.02.2020 - ელ სალვადორში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი , ზურაბ ერისთავი (რეზიდენციით ქ. მეხიკო), ელ სალვადორის საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტს მარიო პონსეს შეხვდა და პარლამენტის პლენარულ სხდომას დაესწრო.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება, მათ შორის - საპარლამენტო დიპლომატიის გააქტიურებისა და ელ სალვადორის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის შექმნის საკითხები.