საქართველოს გენერალური კონსული გერმანიის ფედერალურ მიწას, ზაარლანდს ეწვია

11.02.2020 გერმანია- ქ. მაინის ფრანკფურტში, საქართველოს გენერალური კონსული, ლევან დიასამიძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის ფედერალურ მიწაზე, ზაარლანდში.
 
საქართველოს გენერალურმა კონსულმა შეხვედრა გამართა ზაარლანდის პარლამენტის პრეზიდენტთან  შტეფან ტოსკანისთან, ზაარლანდის სახელმწიფო კანცელარიის უფროსთან, ჰენრიკ აიტელთან და ზაარბრიუკენის მერთან,  უვე კონრადთან.
 
შეხვედრებისას გერმანულ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვან მიმართულებებზე, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ გარემოსა და ამ მიმართულებებით მიღწეულ პროგრესზე.
 
აღსანიშნავია რომ მიმდინარე წელს თბილისის და ზაარბრიუკენის დამეგობრების 45 წლის იუბილე სრულდება, რომლის ზაარბრიუკენში აღნიშვნა ბატონ მერთან შეხვედრისას აქტიურად იქნა განხილული.

გერმანულმა მხარემ სრული მზადყოფნა გამოთქვა მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით.