საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად 17 ივლისს ავიარეისი რომიდან განხორციელდა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, 17 ივლისს შესრულდა ჩარტერული რეისი რომიდან.

ამ რეისით სამშობლოს დაუბრუნდა 180-მდე თანამემამულე, მათ შორის არასრულწლოვნები, ქრონიკული დაავადებების მქონე და ხანდაზმული პირები, ფეხმძიმე ქალბატონები, სტუდენტები, შშმ პირები, ასევე ონკოლოგიური პაციენტები და პირები ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით. ავიარეისით სამშობლოს ასევე დაუბრუნდნენ COVID-19-ის გავრცელების შედეგად თავშესაფრის გარეშე დარჩენილი თანამემამულეებიც.

საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კვლავ სავალდებულოა 14 დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა.

ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დაგეგმილია ფრენების განხორციელება შემდეგი ქალაქებიდან: 22 ივლისი - პარიზი; 25 ივლისი - ბერლინი; 28 ივლისი - ათენი.