საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად 22 ივლისს ავიარეისი პარიზიდან განხორციელდა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, 22 ივლისს შესრულდა ჩარტერული რეისი პარიზიდან. ამ რეისით სამშობლოს დაუბრუნდა 122 თანამემამულე, მათ შორის პირები ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით და განსაკუთრებული საჭიროებებით. 

საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კვლავ სავალდებულოა 14 დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა. 

ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დაგეგმილია ფრენების განხორციელება შემდეგი ქალაქებიდან: 25 ივლისი - ბერლინი; 28 ივლისი - ათენი.