საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ავიარეისი ბერლინიდან განხორციელდა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, 25 ივლისს შესრულდა ჩარტერული რეისი ბერლინიდან, რომლითაც სამშობლოში დაბრუნდა 130-მდე თანამემამულე. 

საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კვლავ სავალდებულოა 14 დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რეისით, თბილისი-ბერლინის მიმართულებით, ისარგებლეს ქართველმა სტუდენტებმა, რომლებიც გაემგზავრნენ გერმანიაში დროებითი დასაქმების მიზნით. 

ახლო მომავალში დაგეგმილი ფრენების განრიგისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ ბმულს:

https://mfa.gov.ge/MainNav/CoVID-19-sakitkhebi/flights.aspx?lang=ka-GE