საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ავიარეისი ათენიდან განხორციელდა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, 28 ივლისს შესრულდა ჩარტერული რეისი ათენიდან, რომლითაც სამშობლოში დაბრუნდა 171 თანამემამულე. 

საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კვლავ სავალდებულოა 14 დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა.

ახლო მომავალში დაგეგმილი ფრენების განრიგისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ ბმულს:

https://mfa.gov.ge/MainNav/CoVID-19-sakitkhebi/flights.aspx?lang=ka-GE