საქართველოს მთავრობა საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივ დაბრუნებას განაგრძობს

საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი ახალი რეისები შემდეგი მიმართულებით:


🔺24 აპრილი - ბარსელონა-თბილისი
🔺27 აპრილი - ვარშავა-თბილისი


მ.წ. 5 აპრილს ასევე გამოცხადდა დამატებითი რეისები:


🔹16 აპრილი - პარიზი-თბილისი
🔹18 აპრილი - თელავივი-თბილისი
🔹21 აპრილი - რომი-თბილისი


აღნიშნულ რეისებს განახორციელებს კომპანია „Georgian Airways”. ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღით ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო.


მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.


საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული რეისებიდან ასევე განხორციელდება:


🔹7 აპრილი - ათენი-თბილისი
🔹10 აპრილი - ლარნაკა - თბილისი
🔹12 აპრილი - ბერლინი-თბილისი
🔹14 აპრილი - ამსტერდამი-თბილისი


მსოფლიოში COVID-19 გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა 5000-მდე საქართველოს მოქალაქე. მოქალაქეების ორგანიზებული დაბრუნება მოხდა შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იტალია, ირანი, პოლონეთი,ბულგარეთი,გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდები, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი