საქართველოს მთავრობასა და ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

2022 წლის 31 მაისს ქ. კუალა ლუმპურში, საქართველოს საელჩოში საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ და ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩმა, ვიენგსავან სიპრასეუთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ.