საქართველოს საელჩოში გაიმართა შეხვედრა უკრაინაში მოღვაწე ქართველ ექიმებთან

2.03.2020 უკრაინა - საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ შარაშენიძემ პირადად გაიცნო თითოეული მათგანი, ესაუბრა მათ საქართველოს მთავრობის პოლიტიკაზე და პრიორიტეტებზე ჯანდაცვის სფეროში და წარმატებით განხორციელებულ პროექტებზე.

აგრეთვე, ელჩმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს უკრაინაში საქართველოს პოზიტიურად წარმოჩენისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ამ ტიპის შეხვედრებს სისტემური ხასიათი მიეცემა.
შეხვედრის შემდეგ სტუმრების საპატივსაცემოდ გაიმართა მიღება.