საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე ვაშინგტონის საერთაშორისო სტუდენტური ორგანიზაციის (International Student House Washington DC) დირექტორთა საბჭოს წევრებს და პროგრამის ფარგლებში მსოფლიოს 18 ქვეყნიდან ვაშინგტონში პროფესიული და სასწავლო მიზნით ჩამოსული სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს შეხვდა.

ვაშინგტონში ორგანიზაციის ისტორიულ სათაო შენობაში მოწვეული სტუმრებისთვის საქართველოს ისტორიული წარსულის, უძველესი კულტურისა შესახებ ვიდეო პრეზენტაცის წარდგენის შემდეგ, საქართელოს ელჩმა დავით ბაქრაძემ მონაწილეებთან ერთად ვრცლად მიმოიხილა აშშ-საქართველოს ორმხრივი პარტნიორობა, ევროსაბჭოსა და ნატო-ში წევრობის მისწრაფებები, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში მონაწილეობა. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

ვაშინგტონის საერთაშორისო სტუდენტური ორგანიზაცია (International Student House Washington DC) 1934 წელს ჩამოყალიბდა.  აშშ-ში ჩამოსული უცხოელი სტუდენტების მეშვეობით  კულტურთა დიალოგი, სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის თანამშრომლობისა და ამ გზით ზოგადად მშვიდობის ხელშეწყობისათვის.