
ვაშინგტონში ორგანიზაციის ისტორიულ სათაო შენობაში მოწვეული სტუმრებისთვის საქართველოს ისტორიული წარსულის, უძველესი კულტურისა შესახებ ვიდეო პრეზენტაცის წარდგენის შემდეგ, საქართელოს ელჩმა დავით ბაქრაძემ მონაწილეებთან ერთად ვრცლად მიმოიხილა აშშ-საქართველოს ორმხრივი პარტნიორობა, ევროსაბჭოსა და ნატო-ში წევრობის მისწრაფებები, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში მონაწილეობა. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.
ვაშინგტონის საერთაშორისო სტუდენტური ორგანიზაცია (International Student House Washington DC) 1934 წელს ჩამოყალიბდა. აშშ-ში ჩამოსული უცხოელი სტუდენტების მეშვეობით კულტურთა დიალოგი, სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის თანამშრომლობისა და ამ გზით ზოგადად მშვიდობის ხელშეწყობისათვის.