საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბურუნდის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

11.02.2020 ბუჟუმბურა - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ადის-აბება), ზურაბ დვალიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ბურუნდის რესპუბლიკის პრეზიდენტს, პიერ ნკურუსიზას.
 
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა პრეზიდენტთან, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განიხილეს  საქართველოსა და ბურუნდის რესპუბლიკას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. ბურუნდის მხარის განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ორ ქვეყანას შორის განათლების მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხმა.
პრეზიდენტმა ნკურუსიზამ მიულოცა საქართველოს პირველ ელჩს ბურუნდის რესპუბლიკაში მისიის დაწყება და წარმატებები უსურვა მის მომავალ საქმიანობაში.