საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შეხვდა

2023 წლის 12 იანვარს, ერევანში, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-12 სხდომის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შორის შეხვედრა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვის მნიშვნელობას და კმაყოფილება გამოთქვეს სხდომაზე მიღწეული შედეგებით. 

განხილულ საკითხთა შორის, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის საზღვრის კვეთის გამარტივებული რეჟიმით სარგებლობის საკითხს, რომელიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, სხდომის ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას “საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ”. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ორ ქვეყანას შორის საზღვარი ელექტრონული პირადობის ბარათებით გადაკვეთონ.

ამასთან, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანზიტო და სატრანსპორტო მიმართულებით.