საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პიტერ სიიარტოს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან პიტერ სიიარტოსთან.

მინისტრებმა აღნიშნეს ქვეყნებს შორის კომუნიკაციის აქტიური დინამიკა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული გამოწვევების, ასევე საქართველოს მიზნებისა და ამოცანების ეფექტიანი განხორციელების პროცესში.

ამ მხრივ უნგრულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა დაეხმაროს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პრაქტიკული თვალსაზრისით. უნგრეთის  მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევროინტეგრაციული მიზნის განხორციელების გზაზე.

მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები.