25.07.2018 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან კერემ კინიკთან.
მინისტრის მოადგილემ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა წლების მანძილზე ორგანიზაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ჰუმანიტარული საქმიანობისთვის.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.