საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს კერემ კინიკს შეხვდა

25.07.2018 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან  კერემ კინიკთან.

მინისტრის მოადგილემ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა წლების მანძილზე ორგანიზაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ჰუმანიტარული საქმიანობისთვის.  

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.