საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა კონგრესმენ ელიოტ ეინჯელთან

27.07.2018  ქ. ვაშინგტონი- მინისტრმა მადლობა გადაუხადა სენატორს ამერიკის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების აქტიური მხარდაჭერისთვის. საუბარი შეეხო ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებას და მათი შემდგომი გაღრმავების პროცესში კონგრესის აქტიური როლის მნიშვნელობას.

განსაკუთრებით აღინიშნა ამერიკის პოლიტიკური სპექტრის ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, რაც გამოიხატა მათ შორის წარმომადგენლობითი პალატის განხილვაში მყოფ არაერთ რეზოლუციასა და საკანონმდებლო ინიციატივებში  საქართველოსთან დაკავშირებით.
 
კონგრესმენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა. საუბარი შეეხო ნატოს ბრიუსელის სამიტს და მის შედეგებს, საქართველოს მნიშვნელობას და წვლილს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, ისევე როგორც იმ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს რაც შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ალიანსთან თანამშრომლობას მოიცავს.
 
მინისტრმა კონგრესმენს გააცნო საქართველოს სამთავრობო გეგმა და მისი პრიორიტეტები, რომელთა შორისას ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება საქრთველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში.