.aspx)
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2018 წლის 24 ივლისს ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში ატაპეუს (Attapeu) ტერიტორიაზე მდებარე სე პიენის (Xe-Pian) ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ჩამოშლასთან დაკავშირებით, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი, დაკარგულია 100-ზე მეტი ადამიანი, ხოლო 6600-ზე მეტი მოქალაქე უსახლკაროდ დარჩა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამ მძიმე წუთებში თანადგომას უცხადებს ლაოსის მოსახლეობას და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.