საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკაში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას მ.წ. 22 მაისს პაკისტანის ქალაქ კარაჩიში (Karachi) მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელმაც 97 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

სამინისტრო უსამძიმრებს ამ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობასა და ხალხს, და უცხადებს მათ გულითად თანადგომას ამ მძიმე წუთებში.