20.02.2017 თბილისი - საქართველო არ აღიარებს მთიანი ყარაბაღის ე.წ. დამოუკიდებლობას, შესაბამისად არ აღიარებს 2017 წლის 20 თებერვალს მთიან ყარაბაღში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმს და/ან მის შედეგებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ უნდა გაგრძელდეს დიალოგი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების დაცვით.