საქართველოს სერბეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია

17.07.2018 ქ. თბილისი - ​OGP-ის სამიტის ფარგლებში, საქართველოს სერბეთის პრემიერ-მინისტრი ანა ბრნაბიჩი ეწვია.

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ვახტანგ მახარობლიშვილმა ანა ბრნაბიჩს მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისთვის და OGP-ის სამიტზე სერბეთის მაღალი დონის მონაწილეობისთვის.

ვიზიტის ფარგლებში ანა ბრნაბიჩი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

18 ივლისს კი სერბეთის პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ რიგით მეხუთე სამიტში.