.aspx)
2022 წლის 24 ივნისს, საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან.
უნგრელ კოლეგას ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლებს.