საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

25.06.2018 -  25 ივნისს, სომხური მხარის ინიციატივით, გაიმართა სატელეფონო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ზოჰრაბ მნაცაკანიანს შორის. 

სომეხმა მინისტრმა მიულოცა ქართველ კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.

მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას. ამ მხრივ კიდევ ერთხელ აღინიშნა  სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლა ფაშინიანის საქართველოში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტი, რომელმაც დამატებითი იმპულსი შესძინა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ სრულყოფას.