საქართველოსა და თურქეთს შორის სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით მგზავრთა გადაადგილების დროებითი შეჩერების შესახებ

საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებმა მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება დროებით შეჩერედეს მგზავრთა გადაადგილება სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით. ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს COVID-19-ის პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ კოორდინირებულ პრევენციულ ქმედებას.

შეზღუდვები არ შეეხება ტვირთბრუნვას.

სხვა ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტი (ვალე და კარწახი) გააგრძელებენ ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში.

ზემოხსენებული შეზღუდვა ამოქმედდება 2020 წლის 15 მარტის თბილისის დროით 18:00 საათიდან.

აღნიშნული შეზღუდვის მოქმედების ვადა განისაზღვრება დამატებით მხარეთა შეთანხმებით COVID-19-ის პანდემიის საშიშროების შესაბამისად.