საქართველოში აკრედიტებულმა არარეზიდენტმა ელჩებმა გიორგი შარვაშიძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს

12.12.2017 ქ. თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ საქართველოში აკრედიტებული ახლადდანიშნული 5 ქვეყნის არარეზიდენტ ელჩს უმასპინძლა. 

გიორგი შარვაშიძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს საქართველოში ავსტრალიის ელჩმა (რეზიდენციით ქ. ანკარა) მარკ ინეს ბრაუნმა, ახალი ზელანდიის ელჩმა (რეზიდენციით ქ. ვარშავა) მარი პატრიცია ტურსტონმა, პანამის რესპუბლიკის ელჩმა (რეზიდენციით ქ. ვარშავა) ენრიკე სარაკ ლინარესმა, მალის რესპუბლიკის ელჩმა, გენერალმა ტიფინ კონატემ და ბურუნდის რესპუბლიკის ელჩმა (რეზიდენციით ქ. ანკარა) ჯოელ ნკურაბაგაიამ.

რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის შემდეგ მინისტრის მოადგილემ ინდივიდუალური შეხვედრები გამართა ელჩებთან, მიულოცა მათ აღნიშნულ თანამდებობებზე დანიშვნა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

შეხვედრებზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები.