საქართველოს ელჩმა იემენის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

5.02.2020 საუდის არაბეთი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საუდის არაბეთში, ვახტანგ ჯაოშვილმა რწმუნებათა სიგელი გადასცა იემენის პრეზიდენტს, აბდრაბუ მანსურ ჰადის.

ცერემონიის შემდეგ გამართული შეხვედრისას, საქართველოს ელჩმა დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა იემენის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ვახტანგ ჯაოშვილმა მადლობა გადაუხადა იემენის მთავრობას საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
თავის მხრივ, იემენის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები და მხარი დაუჭირა კავშირების გაღრმავებას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში.
აბდრაბუ მანსურ ჰადიმ წარმატება უსურვა ვახტანგ ჯაოშვილს მის შემდგომ საქმიანობაში.