შეხვედრა მალაიზიის პარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფთან

8.12.2017 მალაიზია - მალაიზიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის ვიცე-სპიკერთან და საქართველო-მალაიზიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან, დათუკ სერი დოქტორ რონალდ კიანდესთან.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მალაიზიის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების და ოფიციალური ვიზიტების ორგანიზების შესაძლებლობები.
 
მიმოხილულ იქნა ასევე საერთაშორისო და რეგიონული მნიშვნელობის პრობლემატური საკითხები.