შვეიცარიაში საქართველოს ელჩი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

17.02.2020 შვეიცარია - შვეიცარიაში საქართველოს ელჩი ბატონი დავით ჯალაღანია ქ. ციურიხში შეხვდა ციურიხის კანტონში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. 

შეხვედრისას ელჩმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო საელჩოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობების ძირითადი პრიორიტეტები და მიმდინარე საკითხები, საქართველოს მთავრობის ინიციატივები საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების მიმართ, საქართველოს საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხები, მათ შორის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდის 4 პრიორიტეტი.
შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.